fbpx
საზოგადოება

3 ემიგრანტი სატვირთოს მაცივარში გაიყინა, გადმომყვანმა კი ისინი გზაზე გადაყარა – ტრაგედია საბერძნეთში

ტრაგიკული შემთხვევა თესალონიკთან ახლოს, მიკრი ვოლვის ტერიტორიაზე მოხდა… სანახაობა კი უმძიმესი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია სამი ემიგრანტი მამაკაცი, რომელიც სატვირთოს მაცივარში საბერძნეთში შემოსვლის მცდელობისას გაიყინა, ხოლო როცა მათმა გადმომყვანმა პირმა გააცნობიერა, რომ ისინი ცოცხლები აღარ იყვნენ, მანქანიდან გზაზე გადაყარა და იქ დატოვა.

სამი გარდაცვლილი მოგვიანებით იპოვეს და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მათი სიკვდილის მიზეზი სწორედ ჰიპოთერმია გახდა. ისინი სიცივისგან დაიხოცნენ.

როგორც მედია იუწყება, მათი ასაკი 20-დან 40 წლამდეა და ბანგლადეშის მოქალაქეები არიან.

 

onalem

ტესტ