fbpx
საზოგადოება

კალითეაში ხანძრის შედეგად დამწვარი 5 წლის ტყუპების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

კალითეაში გუშინ დილით მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული ტყუპების მდგომარეობა მძიმე რჩება. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული და სერიოზული დამწვრობები აქვთ მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ხანძრის დროს 5 წლის და-ძმა სახლში მარტო იმყოფებოდა.

ცეცხლი დაახლოებით დილის 10:00 საათისთვის კორპუსის მეორე სართულზე გაჩნდა. მცირეწლოვანი და-ძმა დედამ მარტო დატოვა, რადგან ალბანელ ქალს სხვა გზა არ ჰქონდა. ის სამუშაოზე წავიდა და კარი გარედან ჩაკეტა.

ბავშვებს, როგორ ჩანს, მოშივდათ და ტოსტის გაკეთება გადაწყვიტეს, შემდეგ კი ტოსტერის გამორთვა დაავიწყდათ.

როცა მათ დაინახეს, რომ სამზარეულოდან კვამლი გამოდიოდა, კარისკენ გაიქცნენ, თუმცა, ის ჩაკეტილი იყო.

მეზობლებმა სახლში ცეცხლი შენიშნეს და სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა მაშინვე ჩააქრეს ცეცხლი და კარი შეამტვრიეს. სწორედ მაშინ დაინახეს მათ ტყუპები.

დედა ამ დროისთვის შვილების გვერდით, საავადმყოფოში რჩება და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, რადგან თვლის, რომ ეს მისი მიზეზით მოხდა.

onalem

ტესტ