fbpx
საზოგადოება

დიდებული მიკის თეოდორაკი გარდაიცვალა

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, დიდებულმა ბერძენმა კომპოზიტორმა, მიკის თეოდორაკიმ 96 წლის ასაკში ამქვეყნიური სამყარო დატოვა და როგორც ბერძნული მედია წერს, არათუ გარდაიცვალა, არამედ უკვდავებაში გადავიდა.

თეოდორაკი 1925 წლის 29 ივლისს კუნძულ ხიოზე დაიბადა, მაგრამ წარმოშობით კრეტადან იყო. ბავშვობის წლები მიტილინში, პირგოში, ტრიპოლში გაატარა. თავიდანვე ჩანდა, რომ მუსიკა იყო მისი სამყარო და პირველი კონცერტი სულ რაღაც 17 წლის ასაკში სწორედ ტრიპოლში ჩაატარა. იქ წარმოადგინა დიდებული ნამუშევარი “კასიანი”. თეოდორაკი მონაწილეობას იღებდა დამპყრობლებთან წინააღმდეგ ბრძოლაში და 1943 წლის 25 მარტს იტალიელების ტყვეობაში ჩავარდა, სადაც აწამეს კიდეც.

ამას გარდა, ის იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგაც და მოგვიანებით მიკი, თავისი პროგრესული აზროვნებისა და იდეების გამო, პოლიციის ყურადღების ეპიცენტრშიც მოექცა. ის მუდმივად დაკავების შიშში ცხოვრობდა, მაგრამ ამ იდეებით არსებობას განაგრძობდა.

მუსიკოსმა პირველი ჯილდო 1957 წელს მოსკოვის ფესტივალზე მიიღო.

გთავაზობთ მის საუკეთესო ნამუშევრებს ბერძნულ ენაზე:

Τα παιδικά, Επιτάφιος, Επιφάνεια, Πολιτεία Α΄, Β΄, Γ΄ και Δ΄, Λιποτάκτες, Μικρές Κυκλάδες, Χρυσοπράσινο Φύλλο, Η Μπαλάντα του Μαουτχάουζεν + Κύκλος Φαραντούρη, Ρωμιοσύνη, Romancero Gitano, Θαλασσινά φεγγάρια, Ο ήλιος και ο χρόνος, Δώδεκα λαϊκά, Νύχτα θανάτου, Αρκαδίες, Τα τραγούδια του Αγώνα, Τα τραγούδια του Ανδρέα, Δεκαοχτώ λιανοτράγουδα της Πικρής Πατρίδας, Μπαλάντες (σε ποίηση Μανώλη Αναγνωστάκη), Στην Ανατολή, Τα λυρικά (σε ποίηση Τάσου Λειβαδίτη), Χαιρετισμοί, Επιβάτης, Ραντάρ, Διόνυσος, Φαίδρα, Καρυωτάκης, Τα πρόσωπα του ήλιου, Μνήμη της πέτρας, Ως αρχαίος άνεμος, Μήπως ζούμε σ’ άλλη χώρα;, Μια θάλασσα γεμάτη μουσική, Η Βεατρίκη στην οδό Μηδέν, Ασίκικο Πουλάκη, Λυρικώτερα, Λυρικώτατα, Σερενάτες, Τα Πικροσάββατα.

onalem

ტესტ