ვაგელის მარინაკისმა მირტოს 20.000 ევრო გადაურიცხა – გოგონას რეაბილიტაციას თანხა მთლიანად ეყოფა
საბერძნეთში, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ გაუგია მირტოს შესახებ… გოგონა ამ დრომდე ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული და დამოუკიდებლად ცოტა რამის გაკეთება თუ შეუძლია. მისი მფარველი ანგელოზი დედაა, რომელიც მუდამ გვერდით ჰყავს და ყველაფერს აკეთებს, რომ მისმა გოგონამ წინ სულ მცირედით მაინც წაიწიოს.
ბოლო დროს წამოწყებული იყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა 20.000 ევროს შეგროვებას საერთო ჯამში, რათა მირტო საზღვარგარეთ გაემგზავროს და სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი გაიაროს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაგელის მარინაკისი, საფეხბურთო გუნდ “ოლიმპიაკოსის” მფლობელი, ხარჯებს თავის თავზე იღებს. მან გოგონას 20.000 ევრო გადაურიცხა, რაც მის საჭიროებებს მთლიანად უზრუნველყოფს.