fbpx
ემიგრაცია

ათენში მომავალმა საქართველოს მოქალაქემ საზღვარზე აღმოაჩინა, რომ დეპორტირებული იყო

ექსკლუზიურ ინფორმაციას Georgians.gr-ს თავად საქართველოს მოქალაქე აწვდის. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ავტობუსით მომავალ ახალგაზრდა მამაკაცს საბერძნეთში შემოსვლაზე უარი უთხრეს და ამ დრომდე თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე რჩება, ვიდრე უკან მიმავალი ავტობუსით არ შეძლებს დაბრუნებას.

Georgians.gr-თან საუბრისას მან განმარტა, რომ საზღვარზე შეიტყო დეპორტის შესახებ, რომელიც მას რამდენიმე ხნის წინ საფრანგეთში ჩაურტყეს, თუმცა, არა პასპორტში, არამედ მხოლოდ მონაცემთა ბაზაში იყო აღნიშნული. გამომდინარე აქედან, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ დეპორტირებული იყო ევროკავშირის ქვეყნიდან, რაც ავტომატურად ართმევს სხვა ქვეყნებში შესვლის უფლებასაც მომდევნო ხუთი წლის მანძილზე.

ახალგაზრდა მამაკაცი ამ წუთებში სასაზღვრო განყოფილებაში იცდის და საქართველოში საბერძნეთიდან მიმავალი ავტობუსით დაბრუნდება.

onalem

ტესტ