fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ნიღბები ბრუნდება? რაზე ისაუბრა მთავრობის სპიკერმა, არისტოტელია პელონიმ

საბერძნეთის მთავრობის სპიკერი, არისტოტელია პელონი აცხადებს, რომ შესაძლოა პირბადეების ღია სივრცეში ტარების ვალდებულება მოიხსნა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გარეთ, სადაც ბევრი ხალხი გროვდება, ისინი არ უნდა ვატაროთ.

“ყველაფერი ფასდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, ეტაპობრივად. შეგახსენებთ, რომ პირბადის ღია სივრცეში ტარება ზოგადად არ არის საჭირო, მაგრამ ისინი საჭიროა იქ, სადაც ხალხით გადატვირთულობაა, მათ შორის ღია სივრცეში. 

როგორც ადონის გეორგიადიმ თქვა, საბერძნეთი კვლავ ვერ ჩაიკეტება, რადგან ფიზიკურად ამის ფული არ არსებობს. მან ეს თქვა იმიტომ, რომ სრული სიმართლეა. აქედან გამომდინარე უნდა ავიცრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კვლავ გვექნება აფეთქებები, კვლავ დაგვჭირდება გარკვეული შემზღუდველი ზომების მიღება. დაჟინებით ვითხოვთ, რომ აიცრათ და ჩაიტაროთ თვით-ტესტირება მათ, ვინც არ ხართ ვაქცინირებული.

საზოგადოების ნაწილი, რომელიც ეჭვის თვალით უყურებს ვაქცინას, ვერ შეუშლის ხელს სხვების თავისუფლებას,” თქვა სპიკერმა.

ამრიგად, როგორც პროფესორები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კარანტინს საბერძნეთი ვეღარ გაუძლებს, რადგან არ არსებობს ფინანსები დაკეტილი დაწესებულებების უზრუნველსაყოფად. შემზღუდველი ზომები კი კვლავ შესაძლოა დაბრუნდეს, მათ შორის პირბადის გარეთ ტარების ვალდებულება, თუ ამის საჭიროება შეიქმნება.

onalem

ტესტ