fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პოლიციის ყოფილმა გენერალმა ფეი სკორდას გადაცემაში პატრაში გარდაცვლილი ბავშვების ოჯახის შესახებ შოკისმომგვრელი დეტალები გაავრცელა

დღეს დილით, გადაცემაში, “Το πρωινο”, საბერძნეთის პოლიციის ყოფილმა გენერალმა ისაუბრა დეტალებზე, რომლებიც პატრაში გარდაცვლილი გოგონების ოჯახს ეხება და ამ ყველაფერმა გაოგნებული დატოვა ფეი სკორდა და მისი კოლეგები.

ხრისტოს რუგალა ჰყვება, რომ რულა პისპირიგუს (გარდაცვლილი გოგონების დედა) ბაბუამ საკუთარი მეუღლე 1964 წელს პატრას ერთ-ერთ სანაპიროზე დაახრჩო:

“ის სამხედრო იყო, გარეთ გასვლის ნებართვა აიღო და სანაპიროზე დაახრჩო ცოლი. არ ვიცი, ეს რა კავშირშია ამ ყველაფერთან, მაგრამ გეუბნებით, რადგან მისი ოჯახის შესახებ მკითხეთ. რულას გარდაცვლილი ბებიის სახელი დაარქვეს. ილაპარაკოს მან, ვინც იცის. 

საქმეში ძალიან ბევრი კითხვაა, უნდა ისაუბრონ მეზობლებმა, ნათესავებმა. არ გეჩვენებათ უცნაურად, რომ რულა ერთ-ერთი ბავშვის დაკრძალვის თანხის აგროვებისთვის მადლობას შეკვეთის მიმტანებს უხდიდა, დაახლოებით 2 თვეში კი, მამაკაცი დებს ფოტოებს, რომ ძალიან გახარებულია ახალი მოტოციკლით, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს.. მშობლებმა ეს ყველაფერი უნდა აგვიხსნან. ესენი არ არის კითხვები, რომელთაც პასუხები უნდა გაეცეთ?!

არ შეიძლება სამი ბავშვი ასე კვდებოდეს!” – ამბობს რუგალა.

onalem

ტესტ