fbpx
საბერძნეთი

ივლისის ბოლოს საბერძნეთში ვითარება დამძიმდება – რა არის მოსალოდნელი?!

პროფესორი დიმოსთენის სარიიანი ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს საშუალებით გარკვეულ პროგნოზებს აკეთებს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაცია დააჩქარონ.

“ამჯამად კორონავირუსის გავრცელების მე-4 ტალღის დასაწყისში ვართ. რას ნიშნავს ეს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ. გვაქვს თავდაცვის იარაღები და გვაქვს ვაქცინა.

მოსახლეობაში ვაქცინირებულთა დაბალი მაჩვენებელი კატასტროფის მანიშნებელია, უნდა ავიცრათ სწრაფად. თუ ეს ყველაფერი ასე არ მოხდა, 20 ივლისისთვის ყოველდღე 1.500 ინფიცირებულამდე ავალთ, ხოლო ივლისის ბოლოსთვის 2.000 დაავადებული გვეყოლება ყოველდღე. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 60 წელს გადაცილებულთა აცრა, პირველ რიგში მათ დასაცავად და მეორე რიგში იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ ამოისუნთქოს. ახლა მასზე ზეწოლა არ ხორციელდება და ეკონომიკაც ამუშავდა,” ამბობს სარიიანი.

პროფესორი იმასაც ამბობს, რომ მომხრეა 15-დან 17 წლამდე ბავშვების აიცრან. Pfizer-ის ვაქცინა დამტკიცებულია 16 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის და ჩრდილოეთ ამერიკაში უკვე 7-8 მილიონი აცრაა გაკეთებული.

“როგორც კი გაიცემა რეკომენდაცია, რომ აიცრან უფრო პატარა ასაკის ბავშვებიც, ჩემი 11 წლის შვილი აუცილებლად გაიკეთებს ვაქცინას,” აცხადებს სარიიანი.

onalem

ტესტ