fbpx
პოლიტიკა

“ყველა, ვისაც “ასილო” არ ეკუთვნის, უკან, თურქეთში დაბრუნდება, ვისაც ეკუთვნის, უფრო მარტივად აიღებს”” – კირიაკოს მიცოტაკი

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ კონკრეტული განცხადებები გააკეთა, თუ როგორი იქნება ქვეყნის ახალი მთავრობის მუშაობის პრინციპი და დამოკიდებულებები ამა თუ იმ უმნიშვნელოვანესი საკითხების მიმართ, მათ შორის არის, საბერძნეთში არსებული მაღალი გადასახადები, რამაც მოსახლეობის ცხოვრება გააუარესა და ასევე ემიგრანტები, რომელთა რიცხვიც დღითიდღე მატულობს.

“ახალი დემოკრატიის გამარჯვება საბერძნეთის მოქალაქეების გამარჯვებაა. მე არ ვითხოვ საშეღავათო პერიოდს, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. პარლამენტი მთელი ზაფხულის მანძილზე იმუშავებს. ბერძნები იმსახურებენ რაღაც უკეთესს. ქვეყანაში არსებულმა გადასახადებმა მათი ყოველდღიურობა ძალიან რთული გახადა. ახლა დავამტკიცებთ იმას, რომ უკეთესს იმსახურებთ.”

რაც შეეხება იმიგრაციას:

“საბერძნეთი ევროპის საზღვარია და ამ საზღვრებს უკეთესი დაცვა სჭირდება. იმიგრაციის პრობლემის გადაწყვეტა ვერ მოხდება მხოლოდ საბერძნეთის მიერ. ევროპის სოლიდარობა ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი. ჩვენ გვჭირდება ევროპული თანამონაწილეობა, რომ მხარი დაუჭირონ ინიციატივებს, ევროპის სასაზღვრო პოლიციის შექმნის მიზნით. უნდა მოხდეს თავშესაფრის (“ასილო”) პოლიტიკის ჰარმონიზაცია. მაგრამ რადგანაც ეს უახლოეს მომავალში შეუძლებელია, ჩვენ, ჩვენი მხრივ, შევცვლით მიგრაციის პოლიტიკას და მათ, ვისაც ეკუთვნის თავშესაფრის საბუთი, პროცედურას გავუმარტივებთ, ისინი უფრო სწრაფად მიიღებენ მას, ხოლო ისინი, ვისაც არ ეკუთვნით, უკან, თურქეთში დაბრუნდებიან,” განაცხადა კირიაკოს მიცოტაკიმ.

onalem

ტესტ