fbpx
საზოგადოება

ძლიერი სიცხის გამო აკროპოლზე ტურისტებისთვის ექიმი იმუშავებს

კულტურის მინისტრის, ლინა მენდონის გადაწყვეტილებით დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილას სამუშაოდ ექიმი გააგზავნეს. აღნიშნული საჭიროება ძლიერმა სიცხემ გამოიწვია, რომელიც საბერძნეთს ბოლო ორი დღის მანძილზე დაატყდა თავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ექიმი აკროპოლის ტერიტორიაზე იქაურობის დაკეტვამდე იმუშავებს და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება ტურისტებს, თუკი სიცხის გამო ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნებათ.

აკროპოლის არქეოლოგიური ტერიტორიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის მანძილზე უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა შშმ პირები შეუძლოდ გახდნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე კულტურის სამინისტრომ შესაბამისი ზომა მიიღო.

onalem

ტესტ