fbpx
საზოგადოება

საზარელი ინციდენტი ათენში: უფროსის შეცდომის გამო 30 წლის მამაკაცი მე-5 სართულიდან ლიფტით ჩავარდა

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია და ის სიკვდილს ებრძვის.

ინციდენტი დღეს დილით ათენში, კერძოდ კი, პაგრატზე მოხდა. 30 წლის მამაკაცი, თავის დამსაქმებელთან ერთად, ლაერტუს ქუჩაზე მდებარე კორპუსში ლიფტის შესაკეთებლად მივიდა.

როგორც ირკვევა, მისი უფროსი უზრუნველყოფდა, რომ ლიფტი არ ჩავარდნილიყო, ხოლო 30 წლის ბიჭი , კაბინაში, შიდა კაბელებს ცვლიდა. მათ შორის კომუნიკაციის დროს მოხდა გაუგებრობა, რის გამოც, 42 წლის მამაკაცმა ვერ მოახერხა, რომ ლიფტი დროულად დაეჭირა და ის მე-5 სართულიდან მოწყდა.

შედეგად დიდი სისწრაფით მიმავალი ლიფტი, რომელშიც 30 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, სარდაფში ჩავარდა.

ადგილზე მუშაობდა ორი სახანრძო მანქანა და 7 მაშველი, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფი დაშავებული ზემოთ ამოეყვანათ.

სამწუხაროდ, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რადგან სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული.

 

onalem

ტესტ