fbpx
საზოგადოება

ბერძენ მამაკაცს AstraΖeneca-ს ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე საათში თრომბული შეტევა დაემართა

კიდევ ერთი შემაშფოთებელი შემთხვევის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. საუბარია 60 წლის მამაკაცზე, რომელსაც კუნძულ სიროსზე AstraΖeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინა გუშინ დილით გაუკეთეს და სულ მოკლე ხანში შეუძლოდ გახდა. ირკვევა, რომ მას სახლში დაბრუნებისას თრომბული შეტევა დაემართა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 60 წლის ბერძენი დანიშნულ ვიზიტზე გამოცხადდა, რათა ვაქცინა გაეკეთებინა, ამ პროცესის დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნდა და იატაკზე უგონოდ დაეცა. თავდაპირველად ის სიროსის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი საჰაერო გზით, ათენში, თრიასიოს საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

მომხდარმა სიროსის საზოგადოებაში საკმაო შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან აღნიშნული წამლით ვაქცინაცია გრძელდება.

მამაკაცს უტარდება გამოკვლევები, რათა დადგინდეს, არის თუარა პირდაპირ კავშირში მისი შეტევა AstraΖeneca-ს ვაქცინასთან.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ იგივე მიზეზით 23 წლის ბერძენი ბიჭი გარდაიცვალა, რომელმაც ვაქცინაცია ბულგარეთში ჩაიტარა და სამშობლოში დაბრუნება ვერ მოასწრო, რომ თრომბით დაიღუპა.

onalem

ტესტ