fbpx
საზოგადოება

ძლიერი ქარიშხალი ხალკიდიკიში – გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია

გასულ ღამეს ხალკიდიკის ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რამაც 6 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. დაშავებულია 20-მდე პირი, წაქცეულია ხეები და დაბლოკილია გზები.

თითოეული გარდაცვლილი ტურისტია, მათ შორის არიან 8 და 2 წლის ბავშვები. ისინი ხალკიდიკიში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.

დადასტურებული ინფორმაციით, დაღუპულია 54 წლის რუმინელი ქალი, 8 წლის შვილთან ერთად, ასევე რუსი მამაკაცი, 2 წლის შვილთან ერთად და მოხუცი ცოლ-ქმარი, ჩეხეთის რესპუბლიკიდან.

ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ სამი ინციდენტი სხვადასხვა ადგილას მოხდა. ქარიშხალმა ამოატრიალა მანქანები, სახლები კი დატბორილია.

შენობებიდან გამოიყვანეს 30-მდე ადამიანი, რომელიც დახმარებას ითხოვდა.

onalem

ტესტ