fbpx
საბერძნეთი

საჩივარი ცნობილი ბერძენი ონკოლოგის წინააღმდეგ, რომელიც 45.000 ევროდ პაციენტებს საეჭვო თერაპიას სთავაზობს

დღეს ტელეკომპანია Mega-ს ეთერში გავრცელდა საჩივარი თესალონიკში მომუშავე ცნობილი ონკოლოგის წინააღმდეგ, რომელიც სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს საეჭვო თერაპიას სთავაზობს, საფასური კი, ათასობით ევროა. ამის შესახებ თავად ათენის ანდროლოგიური ინსტიტუტის პრეზიდენტი, კონსტანტინოს კონსტანტინიდისი იუწყება, რადგან აღნიშნული ექიმის მკურნალობის კურსს მისი მეუღლე მისდევს, რომელიც სიმსივნით არის დაავადებული.

“მრცხვენია, რომ ასეთი განცხადებების გაკეთება მიწევს, რადგან ბევრი პროფესიონალი ექიმი გვისმენს. მე უბრალოდ მინდა ვთქვა ეს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მძიმე დაავადება აქვთ და ადვილად ხდებიან მეტაფიზიკური აზროვნების მსხვერპლი, სასოწარკვეთილების გამო. ჩემი მეუღლე უკვე 10 წელია სიმსივნეს ებრძვის და აქამდე მკურნალობის ტრადიციულ სამედიცინო მეთოდებს მიჰყვებოდა. უცებ აღმოვაჩინე, რომ ის კონტაქტშია ექიმთან, რომელიც პაციენტებს საეჭვო კურსს უტარებს, გამოსაჯანმრთელებლად. ამ ყველაფერში 45.000 ევრო გვაქვს გადახდილი. ეს მკურნალობა არ არის არც სხივური თერაპია, არც ქიმიოთერაპია, ვცდილობ გავერკვე, რას აკეთებს ის კონკრეტულად და ამიტომ მივმართე საჩივრით თესალონიკის ონკოლოგთა ასოციაციას,” აცხადებს ბატონი კონსტანტინო.

აღსანიშნავია, რომ თანხების გადარიცხვას პაციენტებს ექიმი ჩრდილოეთ მაკედონიაში არსებული ბანკის ანგარიშზე სთხოვდა და სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა ეჭვები და კითხვის ნიშნები მის კომპეტენციასთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ