fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენი მოდელი, რომელიც ფეხზე ვეღარასდროს გაივლის, პოდიუმზე ინვალიდის ეტლით გამოჩნდა

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ეს გეორგია კალციმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა. გოგონა სულ რაღაც 24 წლისაა და როგორც ექიმებმა უთხრეს, ის ფეხზე გავლას ვეღარასდროს შეძლებს, მაგრამ საკუთარი ოცნებებისკენ სწრაფვას თავს არ ანებებს.

გეორგია ჯერ კიდევ 2015 წელს ათენში ავტოავარიაში მოჰყვა და წელს ქვემოთ შეგრძნებები 100%-ით დაკარგა. მას შემდეგ მისი გადაადგილების ერთადერთი საშუალება ინვალიდის სავარძელია.

საავადმყოფოში გატარებული ოთხი თვის შემდეგ, გეორგიამ გადაწყვიტა გამოსვლისთანავე დაეწყო ახალი ცხოვრება და ნაცვლად წუხილისა, ეკეთებინა ის, რაც იქამდე ყველაზე მეტად უყვარდა.

რეაბილიტაციის შემდეგ მან დაიწყო ცურვა, კალათბურთის თამაში და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობა სცადა. თუმცა, მისთვის ყველაზე საყვარელი საქმიანობა მოდელობა იყო და გოგონა პოდიუმზე ინვალიდის სავარძლით გამოჩნდა.

საზოგადოება მისმა გამბედაობამ აღაფრთოვანა და გოგონამ უხვი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

გეორგია საკუთარ თავგადასავალზე ჰყვება:

onalem

ტესტ