fbpx
კრიმინალი

“საბერძნეთში 31 ემიგრანტი უკანონოდ შემოიყვანა, ამიტომ დავაკავეთ” – საბერძნეთის პოლიცია

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრუპოლი-კომოტინის გზაზე სასაზღვრო პოლიციამ უცხოელი მამაკაცი დააპატიმრა.

ეს იყო ორგანიზებული ოპერაცია. პოლიციის ოფიცრებმა 41 წლის უცხოელის იდენტიფიცირება მოახერხეს, რომელიც სატვირთოს მართავდა. ის ეგნატიას გზაზე მოძრაობდა და მანქანაში 31 ემიგრანტი ჰყავდა, რომელიც საბერძნეთში უკანონო გზით შემოიყვანა.

როგორც ოფიცრები ამბობენ მან ამისთვის ფული აიღო:

“საბერძნეთში 31 ემიგრანტი უკანონოდ შემოიყვანა და ამისთვის დავაკავეთ. ამოღებულია თანხა და ჩამორთმეულია სატვირთოც, სადაც ხალხი ისხდა. მას როდოპის განყოფილებაში გადაიყვანენ.”

onalem

ტესტ