fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ნიგერიელი “ექიმი” ბერძენ 77 წლის ქალს დაქორწინებას ჰპირდებოდა და 152.000 ევრო გამოსძალა

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია დაჯგუფების შესახებ, რომელიც ათენში მოქმედებდა და სოციალური ქსელის საშუალებით რომანებს აბამდა მსხვერპლებთან. მას შემდეგ, რაც მათ ნდობას მოიპოვებდა, წინასწარ შეთხზული ისტორიებით ახერხებდა, რომ დიდი რაოდენობით თანხები გამოეძალათ მათთვის.

როგორც გამოძიების შედეგად გაირკვა, დაჯგუფების უკან იდგნენ ნიგერიელი მამაკაცები, რომლებიც თავს ექიმებად ასაღებდნენ, ბერძნებს უკავშირდებოდნენ და მას შემდეგ, რაც სიყვარულს “ეფიცებოდნენ”, სხვადასხვა ხრიკებით თანხებს არიცხინებდნენ ანგარიშებზე. ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი აღმოჩნდა 77 წლის ქალი, რომელსაც ნიგერიელი მამაკაცი ფეისბუქის საშუალებით დაუკავშირდა და საკმაოდ ხნის მანძილზე საუბრობდნენ.

თავად ქალის ჩვენებაში აღნიშნულია, რომ მამაკაცი სრულიად დამაჯერებელი იყო და უგზავნიდა დოკუმენტაციას, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი ბეჭდები და ხელმოწერები. ჰპირდებოდა, რომ ჯერ იემენში, საომარი მდგომარეობის ზონაში იყო და როგორც კი, საბერძნეთში ჩამოვიდოდა, სანტორინზე დაქორწინდებოდნენ.

სამწუხაროდ, მოხუცისთვის მისი სიტყვები და ქმედებები დამაჯერბელი აღმოჩნდა და ჯამში აფრიკელ თაღლითს 152.000 ევრო გადაურიცხა.

onalem

ტესტ