fbpx
საბერძნეთი

შობა მოდის და საბერძნეთში ყველაზე მოთხოვნადი ტკბილეული მელომაკარონაა – სიძვირის მიუხედავად მოთხოვნა გაზრდიილია 25%-ით

გასულ წელთან შედარებით წელს, როგორც ჩანს, საშობაო ტკბილეულზე მოთხოვნა საკმაოდ არის გაზრდილი და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შობამდე კიდევ საკმაო დრო გვაქვს, საცხობებში კლიენტთა მიმოსვლის ტენდენცია მნიშვნელოვან ზრდას განიცდის.

“შარშანდელთან შედარებით 25%-ით გაზრდილია მოთხოვნა და როგორც ყოველთვის, ტკბილეულთა შორის ლიდერობს მელომაკარონა, როგორც შობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტკბილეული. ვინაიდან გვსტუმრობს ბევრი ოჯახი, ბავშვებით, ვცდილობთ, რომ მოვამზადოთ ისეთი ტკბილეული, რომელიც მათთვის ფიზიკურადაც მიმზიდველი იქნება, მაგალითად შოკოლადის ირმები, პინგვინები და სხვა ნივთები, ზღაპრებიდან,” ამბობს ერთ-ერთი საკონდიტროს მეპატრონე.

2023 წელს საშობაო ტრადიციულ ტკბილეულზე ფასი გაზრდილია 8%-ით, როგორც ბერძნული ტელეკომპანიის სიუჟეტიდან ირკვევა, 1 კგ მელომაკარონას ფასი 16 ევროს აღწევს და სავარაუდოდ, კურაბიესაც იგივე საფასური ექნება.

ამას გარდა, ბერძნულ ფუნთუშას, იგივე ცურეკს, რომელიც ასევე ძალიან მოთხოვნადია სადღესასწაულო პერიოდში, წელს კილოგრამი 12 ევრო ეღირება, რაც შეეხება “დიპლებს”, მათი საფასური იქნება ნახევარ კგ-ზე 6 ევრომდე იქნება.

onalem

ტესტ