fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საავდმყოფოებში “ალექსანდრა” და “ელენა ვენიზელუ” ორი გინეკოლოგი დააპატიმრეს

ათენის ორ მთავარ საავადმყოფოში “ალექსანდრა” და “ელენა ვენიზელუ” პოლიციამ ორი მეან-გინეკოლოგი დააპატიმრა. მათ ბრალად სამედიცინო სფეროში უკვე ფართოდ გავრცელებელი დანაშაული, ქრთამის აღება ედებათ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექიმებს მოცემული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შემცირებული ხელფასები და გაზრდილი სამუშაო საათები აქვთ, რაც აიძულებთ, რომ საქმიანობა უსამართლო და უკანონო გზით წარმართონ.

მიუხედავად ყველაფრისა, საავადმყოფოების ხელმძღვანელობა მოუწოდებს მოსახლეობას ამხილონ თითოეული მსგავსი დანაშაული, თუკი რომელიმე მათგანი, როგორც პაციენტი მივა ექიმთან, ის კი გარდა მომსახურების რეალური ღირებულებისა, მისგან რაიმე სახის ქრთამს მოითხოვს.

მათ არ სურთ ჩირქი მოეცხოთ საავადმყოფოების სხვა თანამშრომლებს და ყველაფერს გააკეთებენ მათი ღირსების დაცვისთვის, ხოლო პაციენტებმა ასეთი შემთხვევების დაფიქსირებისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ხელისუფლებას.

თუმცა, მეორეს მხრივ ხელისუფლების ვალია მოაწესრიგოს ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა და აღმოფხვრას ის პრობლემები, რის გამოც ექიმები დანაშაულის ჩადენას რისკავენ.

onalem

ტესტ