fbpx
საბერძნეთი

სუსხიანი დღეები საბერძნეთში: ტემპერატურა ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში -8 გრადუსამდე დაეცა

შობის დღესასწაულამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და ვიდრე ისევ თბილი დღეები დადგება, საბერძნეთს სუსხმა შემოუტია. დღეს ყველაზე ცივი დღეა, ქვეყნის ჩრდილოეთით კი, დილის საათებში ტემპერატურა -8 გრადუსამდეც კი დაეცა.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მეტად 20 დეკემბერს ცივა სერესში, კერძოდ, ლაილიას ტერიტორიაზე (-7,9 გრადუსი), დრამაში დაფიქსირდა -5,7 გრადუსი, ვოლაკაში -4,5 გრადუსი, ოხიროში -4,1 გრადუსი.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ეგეოსის ზღვაზე დღეს ქარი განსაკუთრებით ძლიერი იქნება, ცენტრალურ და სამხრეთ ტერიტორიებზე კი, 8-9 ბალსაც კი მიაღწევს.

მიუხედავად ამისა, როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და შობას კვლავ კარგი ამინდით შევხვდებით.

onalem

ტესტ