fbpx
საბერძნეთი

კრეტა: 7 და 8 წლის ბავშვების გადასარჩენად წყალში შესული მამაკაცი გარდაცვლილი ამოიყვანეს

ოჯახური ტრაგედია კრეტაზე მოხდა, სადაც შვილშვილების გადასარჩენად წყალში შესული მამაკაცი,  გარდაცვლილი ამოიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სანაპიროს სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა შენიშნა, რომ წყალში სამი ადამიანი იყო და ტალღებს ებრძოდა. აშკარა იყო, რომ ერთ-ერთი, ზრდასრული მამაკაცი, ცდილობდა დანარჩენი ორის წყლის ზედაპირზე შენარჩუნებას, რომ არ დამხრჩვალიყვნენ.

როდესაც მიახლოვება შეძლო, მან დაინახა, რომ წყალში 7-8 წლის ბავშვები იყვნენ, ხოლო ის, ვინც მათ გადარჩენას ცდილობდა, მათი ბაბუა იყო. ბავშვების წყლიდან ამოყვანა მალევე მოხერხდა და ხმელეთზე გასვლისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო მამაკაცი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

ამ დროისთვის პოლიცია ბავშვების მშობლების ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს.

onalem

ტესტ