fbpx
კრიმინალი

კიფსელი: მამინაცვალმა 17 წლის გოგოს გაგუდვა სცადა, რადგან 40 წლის მამაკაცზე დაქორწინება არ უნდოდა

საზოგადოება შეძრა ათენის ცენტრში, კერძოდ კიფსელზე, მუსულმანთა ოჯახში მომხდარმა შემთხვევამ. დაკავებულია 17 წლის გოგონას მამინაცვალი და ასევე მისი დედა, რომელიც ძალადობაში მონაწილეობდა.

როგორც ჩანს, 17 წლის გოგონას აიძულებდნენ, რომ 40 წლის მამაკაცზე დაქორწინებულიყო, რაზეც უარს აცხადებდა. აქედან გამომდინარე, მამინაცვალი მას სასტიკად გაუსწორდა ფიზიკურად და ცნობილია, რომ სექსუალურად ძალადობა სცადა.

ამბის ყველაზე შოკისმომგვრელი ნაწილი ის არის, რომ ამ ყველაფრის გარდა, მამაკაცმა გოგონას ბალიშით გაგუდვაც სცადა და ძალადობაში მოზარდის დედაც მონაწილეობდა.

ამ დროისთვის დაკავებულია გოგონას დედაც და მამინაცვალიც, ხოლო აღნიშნული ქმედებები, მათი ახსნით, რელიგიური კანონებიდან გამომდინარეობდა.

onalem

ტესტ