fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: დააკავეს ქალი, რომელიც სიმსივნით დაავადებულებს ატყუებდა და თანხებს სძალავდა

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში ყოფილი მუნიციპალური მრჩეველი დააპატიმრეს. ირკვევა, რომ ქალი თავს ექიმად ასაღებდა და სიმსივნით დაავადებულ ხალხს ფულს სძალავდა. მას თავისუფლების 15 თვით აღკვეთა აქვს შეფარდებული.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ქალი თეაგენიოს ონკოლოგიური საავადმყოფოს გარეთ იდგა ხოლმე და სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ელოდებოდა. როცა შანსი ეძლეოდა, უახლოვდებოდა მათ და დამაჯერებელი საუბრის საშუალებით არწმუნებდა, რომ შეეძლო მათთვის ისეთი მედიკამენტები მიეცა, რომ კიბო დაემარცხებინათ.

ის, წამლების გარდა, საუბრობდა კიდევ სხვადასხვა საშუალებებზე, რომლებიც სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი ხალხისთვის დამაჯერებლად ჟღერდა და შესაბამისად, მარტივად ახერხებდა მათ მოტყუებას.

ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ ქალი არ ერიდებოდა არც ახლობლებთან თაღლითობას. ფაქტობრივად, მისი ქმედებების შესახებ ცნობილი მაშინ გახდა, რაც საკუთარმა მეჯვარემ უჩივლა, რადგან მის მეუღლესაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და თაღლითმა ექიმმა მისი საქმე ხელში აიღო, დაპირებებით, რომ უმკურნალებდა, პარალელურად კი, თანხებს ითხოვდა.

onalem

ტესტ