fbpx
კრიმინალი

კრეტა: 19 წლის ეჭვმიტანილს 61 ქურდობაში ედება ბრალი

ირაკლიოში, პოლიციამ 19 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც, ჯერჯერობით, 61 სახლის გაქურდვაში ედება ბრალი. სავარაუდოა, რომ ყაჩაღობისას წაღებული “ნადავლის” საერთო ჯამი 200,000 ევროს აღემატება.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს სახლებიდან, ძირითადად, საიუველირო, ძვირადღირებული ნივთები გაჰქონდა.

როგორც Cretalive აღნიშნავს, თითქმის ყველა საქმის ფაილში იდენტიფიცირებული იყო დამნაშავის თითის ანაბეჭდები და უსაფრთხოების კამერის მასალები, თუმცა, მძარცველი ყოველთვის ახერხებდა გაქცევას.

პოლიციის წრეებში აღნიშნავენ, რომ 19 წლის ახალგაზრდამ არ იცოდა, როგორ უნდა გაეტეხა კარის საკეტები, ამიტომ იგი, მარტივად, ამსხვრევდა ფანჯრებს და ამ გზით შედიოდა სახლებში. მისი დანაშაულებრივი ქმედება მთელ კრეტას მოედო. აღსანიშნავია, რომ დამნაშავემ, კორინთოში, 2-ჯერ მოინახულა მეგობრები გასულ აპრილსა და აგვისტოში, ასევე ორჯერ ჰქონდა შეხება ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ასე, რომ ამ გზებით შეგროვდა გარკვეული ინფორმაცია მის წინააღმდეგ.

მის საცხოვრებელ სახლში, კორინთოში, სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩნდა 3 ცეცხლსასროლი იარაღი.

თავის ჩვენებაში, 19 წლის ახალგაზრდამ თითქმის ყველა შემთხვევა აღიარა. გარდა ამისა, მან რამდენიმე თანამზრახველის სახელიც გაუმხილა პოლიციას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დამნაშავისა და მისი ოჯახის კუთვნილებაში სამართალდამცავებმა 11 მანქანა აღმოაჩინეს.

19 წლის ბრალდებულის სასამართლო, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დილით გაიმართება.

onalem

ტესტ