fbpx
კრიმინალი

დაუჯერებელი კადრები: ჟურნალისტმა, რომელსაც ათენში, საკუთარ სახლთან ესროლეს, საკუთარი ჭრილობები გადაიღო

გუშინ შუაღამით ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი, სტეფანოს ხიოსი სიკვდილს, ფაქტობრივად, სასწაულით გადაურჩა. როგორც უკვე ცნობილია, მას ცეცხლი უცნობმა პირმა (თანამზრახველთან ერთად) მაშინ გაუხსნა, როდესაც დაახლოებით 03:00 საათზე სახლთან მივიდა და მანქანით ავტოსადგომზე უნდა შესულიყო.

სტეფანოს ხიოსს ორი ტყვია მოხვდა, ორი კი მანქანას, რადგან მეტის სროლა, სავარაუდოდ, დაქირავებულმა მკვლელმა ვერ მოახერხა. ჟურნალისტმა საავადმყოფოში გადაყვანამდე მოასწრო და თავისიანებს უთხრა, რომ ორი ნიღბიანი პირი დაესხა თავს და ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, რომ მაშინვე სროლა დაუწყეს.

პოლიციამ უკვე შეაგროვა ვიდეომასალა ვრილისიაში მდებარე სახლის კამერებიდან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, თუ ვის და რა მოტივით უნდა ეცადა ჟურნალისტის მოკვლა.

იხილეთ კადრები, რომლებიც რთული წარმოსადგენია, რომ გადაიღო ადამიანმა, რომელსაც სწორედ იმ წუთს დაესხნენ თავს, თუმცა, ესეც, ალბათ, ჟურნალისტური ინსტინქტია.

onalem

ტესტ