fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთის მთავრობა: აგია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება და ის შოუ, რომელიც სტამბოლში მოაწყვეს, პროვოკაციაა დასავლური სამყაროსთვის

აგია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება პროვოკაციაა არა მხოლოდ ბერძნებისა და ყველა ქრისტიანისთვის, არამედ მთლიანად დასავლური სამყაროსთვის. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტელიოს პეცასმა განაცხადა.

“სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება და ის შოუ, რომელიც მოაწყვეს, პროვოკაციაა არა მხოლოდ ბერძნებისა და ყველა ქრისტიანისთვის, არამედ მთლიანად დასავლური და ცივილიზებული სამყაროსთვის. თურქეთის ამგვარი ქმედებები არა ძალის, არამედ სისუსტის მტკიცებულებაა. მათ, რა თქმა უნდა, არ აქვთ იმის ძალა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის დიდება დაჩრდილონ. ამ ქმედების დაგმობა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს“, – განაცხადა საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

24 ივლისს, სტამბოლში აგია-სოფიას მეჩეთის გახსნის ცერემონია გაიმართა. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აგია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

onalem

ტესტ