fbpx
პოლიტიკა

მიცოტაკის განცხადებით, 1-ლი აპრილიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასი კვლავ იზრდება

“ოპტიმიზმით ვეგებებით 2023 წელს” – აცხადებს საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი თავის საახალწლო მიმართვაში და აღნიშნავს, რომ მთავრობის პირველი პრიორიტეტი არის დაბალი გადასახადები, მეორე უკეთესი ხელფასი, მესამე ჯანდაცვის ღირსეული სისტემა და ბოლოს ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის.

მიცოტაკიმ ისაუბრა იმ პოზიტიურ ნაბიჯებზე, რომლებიც 2022 წელს ქვეყნისთვის გადაიდგა და ასევე, იმ ნაბიჯებზე, რომლებიც 2023 წელს უნდა გადაიდგას, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ მომავალი წლის აპრილიდან მინიმალური ხელფასი კვლავ გაიზრდება.

“1-ლი თებერვლიდან პენსიონერები ნახავენ ზრდას საკუთარ პენსიებზე. ჯანდაცვის სისტემის პერსონალს ასევე გაეზრდება ხელფასი. თებერვლიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დავფარავთ ოჯახების ხარჯების 10%-ს, ამას გარდა, გასულ წელზე გაცილებით ადრე, 1 აპრილიდან, მინიმალური ხელფასი ისევ გაიზრდება.

ეს ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა ვითარდება იმაზე სწრაფად, ვიდრე ევროპის საშუალო მაჩვენებელი. და ასევე, იმიტომ, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის საზოგადოება და არავის მოვიტოვებთ უკან. ამ მიზანს ვემსახურები პირველივე წუთიდან და ამ გზას შევინარჩუნებთ, წინ ვივლით მუდამ, ერთიანები,” ამბობს მიცოტაკი.

onalem

ტესტ