fbpx
საბერძნეთი

რატომ მალავენ ბერძნები მონეტას ვასილოპიტაში და საიდან მოდის ეს ტრადიცია?!

ვასილოპიტისა და მასში დამალული მონეტის ტრადიცია სათავეს კაპადოკიიდან იღებს, კერძოდ, ქალაქ კესარიადან, სადაც 1600-ზე მეტი წლის წინ ქალაქის ეპისკოპოსი ბასილი დიდი იყო, რომელიც შემდეგ წმინდა ბასილად იქნა წოდებული.

სწორედ მაშინ კაპადოკიის ტირანმა მმართველმა მოითხოვა, რომ კესარიას მთელი განძი და სიმდიდრე მისთვის გადაეცათ, სხვა შემთხვევაში ქალაქს ალყას შემოარტყამდა, დაიპყრობდა და გაძარცვავდა. ბასილი, როგორც ეპისკოპოსი, მთელი ღამე ევედრებოდა ღმერთს ქალაქის გადარჩენას, თუმცა, მეორე დილით ალყა მაინც შემოარტყეს და მმართველმა ბასილის ნახვა მოისურვა. მან მოითხოვა ყველანაირი განძი და ოქრო, რაც კი ქალაქს გააჩნდა.

ეპისკოპოსმა მას უპასუხა, რომ ამ ქალაქის მაცხოვრებლებს არაფერი ჰქონდათ, რომ მისთვის მიეცათ, რადგან ღარიბები იყვნენ და შიოდათ კიდეც. ამ სიტყვების მოსმენისას კი, კაპადოკიის ტირანი განრისხდა და ეპისკოპოსს სამშობლოდან გაძევებითა და მოკვლითაც კი დაემუქრა. კესარიელ ქრისტიანებს ძალიან უყვარდათ თავიანთი ეპისკოპოსი, ამიტომ შეკრეს ყველაფერი, რაც გააჩნდათ და გადასცეს მათ, რათა მმართველისთვის ჩაებარებინა.

ტირანმა, ამის მიუხედავად, ხალხი არ დაინდო და მათზე თავდასხმის ბრძანება გასცა, თუმცა, ბასილმა მას ოქროთი სავსე სკივრი მიუტანა, როდესაც გახსნა მათ სასწაული იხილეს. სკივრიდან ბრწყინვალება ამოვიდა, რასაც მოჰყვა მხედარი, თავისი ლაშქრით, რომელმაც ტირანი და მისი ჯარი გაანადგურა. ეს მხედარი იყო წმინდა მერკურიუსი, ხოლო მისი ლაშქარი ანგელოზთა ჯარი.

ასე გადარჩა კესარია, მაგრამ ბასილმა ისურვა, რომ ეს ოქრო გაეზიარებინა ქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის, რაც საკმაოდ რთული ამოცანა იყო. ამიტომ მან რჩევა ღმერთს სთხოვა, რომელმაც შემდეგი უთხრა: მას უნდა დაეძახა ყველა დიაკვნისთვის და მათი თანამშემწეებისთვის, ეთხოვა, რომ ფუნთუშები გამოეცხოთ და თითოეულში ოქროს მონეტა ჩაედოთ. ასე დაურიგა ბასილმა კესარიას მოსახლეობას მონეტებიანი ფუნთუშები და ხალხი ჯერ ამ ფაქტით გაოცდა და შემდეგ კიდევ უფრო გაიხარეს, როდესაც შიგნით ოქრო დაინახეს. სწორედ ამიტომ ნაჭერი, რომელსაც მონეტა მოჰყვება, განსაკუთრებული სიხარულის მომტანია.

მას შემდეგ ვასილოპიტა ტრადიციად იქცა, რომელიც ბერძნულ სუფრას არასოდეს აკლდება.

 

onalem

ტესტ