fbpx
კრიმინალი

ვინ არის მამაკაცი, რომელიც 12 წლის ბერძენმა გოგონამ “ნოკაუტში” ჩააგდო

საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს ეგვიპტელი კრიმინალის ფოტოებს, რომელმაც პერამაში 12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროვება სცადა, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მისი ნოკაუტში ჩაგდებით დამთავრდა. დამნაშავე ნამდვილად არ მოელოდა, რომ მოზარდი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი იქნებოდა და ორი დარტყმით მისი განეიტრალება მოახერხა.

ის არის იბრაჰიმ იუსეფი, დაბადებული ეგვიპტეში.

როგორც უკვე ცნობილია, ის გოგონას ავტობუსიდან აედევნა და თითქმის სახლთან იყო მისული, როდესაც უკნიდან დაესხა თავს, თუმცა, ის არ დაიბნა და საკუთარი ცოდნა საჭირო დროს გამოიყენა.

მიღებული დაზიანებების გამო ეგვიპტელმა მალე გაქცევა ვერ შეძლო და ის პოლიციამ რამდენიმე ხანში დააკავა.

onalem

ტესტ