fbpx
კრიმინალი

“მკვლელობის შემდეგ ბავშვს დავემშვიდობე და თავის მოკვლა მინდოდა” – რას ამბობს 50 წლის ბერძენი მეღარაში მომხდარ ინციდენტზე

მეღარაში მომხდარი ინციდენტი ჯერ კიდევ ბერძნული მედიის ყურადღების ქვეშაა. როგორც ცნობილი გახდა, 50 წლის მამაკაცმა, რომელიც ყოფილი ცოლის ძმის სახლში მივიდა და ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, პოლიციას საათნახევრიანი ჩვენება მისცა, სადაც ამბობს, რომ არ ახსოვს მკვლელობის მომენტი, მაგრამ ახსოვს, თუ როგორ გრძნობდა მას შემდეგ თავს.

“ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანი ვარ, არ მახსოვს რა ჩავიდინე. მკვლელობის მომენტი არ მახსოვს, მაგრამ შემდეგ ყოფილი მეუღლის სახლში მივედი და ჩემს შვილს დავემშვიდობე. იმ დროს თავის მოკვლა მინდოდა… მოგვიანებით კი, ადვოკატთან ერთად პოლიციაში მივედი და დანაშაული ვაღიარე,” ამბობს ის.

დაკავებული კორიდალოს ციხის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც საკუთარი ოჯახის დანგრევას ცოლის ძმას აბრალებდა და სწორედ ამიტომ გაიმეტა სასიკვდილოდ. დაჭრილია გარდაცვლილის მეუღლეც, რომელიც ამბობს, რომ მის ქმარს მისი დაცვა უნდოდა.

 

onalem

ტესტ