fbpx
საზოგადოება

მნიშვნელოვანი ცვლილებები – როგორ იმუშავებს მეტრო მომდევნო დღეებიდან?!

გავრცელებული ინფორმაციით, ათენის მეტრო მნიშვნელოვან ცვლილებებს გვთავაზობს. მომდევნო რამდენიმე დღიდან მოძრაობა სრულიად სხვა სახეს მიიღებს. რა იგულისხმება ამაში?!

როგორც ცნობილია, შობა-ახალი წლის პერიოდში, ისევე როგორც კვირა დღეს, მეტრო გაცილებით ნაკლები სიხშირით მოძრაობს და მოსახლეობისთვის საჯარო ტრანსპორტით გადაადგილება არც თუ ისე დიდ კომფორტს წარმოადგენს. ამიერიდან კი ყველაფერი შეიცვლება, მეტრო სადღესასწაულო დღეებში და ასევე კვირა დღეს, რეისების მეტ რაოდენობას შემოგვთავაზებს და აქტიურად იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ 1 ნოემბრიდან ამუშავდა დამატებით ორი მატარებელი, მეტროს მე-2 ხაზზე.

რაც შეეხება ახალი წლის წინა ღამეს, მეტრო მუშაობას 23:00 საათზე შეაჩერებს, მანამდე კი განსაკუთრებული სიხშირით იმოძრავებს.

ΣΤΑΣΥ-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანიის მიზანი მოსახლეობისთვის ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაა.

onalem

ტესტ