fbpx
კრიმინალი

27 წლის ბერძენი 88 წლის მამაკაცთან “პაემანზე” მივიდა და საკრედიტო ბარათი მოპარა

ამალიადაში 88 წლის მამაკაცს 27 წლის ბერძენი ქალი გაეცნო და სახლში მისვლა შესთავაზა. მოხუცს ეგონა, რომ მათ შეხვედრას ეროტიკული ხასიათი ექნებოდა, მაგრამ ქალის რეალური მიზანი მისგან თანხის და ბანკის ბარათების მოპარვა იყო.

სახლში მისვლისას მან მართლაც ამოაცალა მამაკაცს 150 ევრო და საკრედიტო ბარათი, თავის PIN კოდთან ერთად.

27 წლის ქალის იდენტიფიცირება ილიდას პოლიციის ოფიცრებმა შეძლეს, რადგან უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს, როგორ გაჰქონდა მას ბანკომატიდან 100 ევრო. მან ასევე აღიარა, რომ მოხუცის საფულედან 150 ევროც აიღო.

ის დროებით, სასამართლო პროცესამდე გაათავისუფლეს.

 

onalem

ტესტ