fbpx
საზოგადოება

სიახლე ათენის მეტროში – რა იცვლება სამგზავრო ბარათებთან დაკავშირებით?!

საბერძნეთის ტრანსპორტის სამინისტრო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, თუ როგორ გაუმჯობესდება უახლოეს მომავალში მგზავრთა მომსახურება და რა დამატებითი ცვლილებები გველის მეტროთი თუ ავტობუსებით სარგებლობისას.

კერძოდ, როგორც ირკვევა, მეტროსადგურებში დამონტაჟდება საერთო ჯამში 100 ახალი აპარატი, რომელთა საშუალებითაც მოსახლეობა ბილეთების შეძენას შეძლებს და განსხვავება იქნება ის, რომ ხურდის დაბრუნება აპარატს შეეძლება ქაღალდის ფულის სახითაც (ამ დროისთვის მხოლოდ მონეტებს იძლევა).

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ პირად სამგზავრო ბარათზე ჩარიცხვა შესაძლებელი იქნება ტელეფონის საშუალებით, სადაც ჩამოტვირთავთ აპლიკაციას და ავტომატურად გადაიხდით თქვენი საბანკო ანგარიშიდან. ასევე, თვიური ბალანსის ჩარიცხვა მოხდება ვებ-გვერდიდანაც, athenacard.gr. (დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი).

გარდა ამისა, დაემატება 12 ახალი ტერმინალი, სადაც ბარათებს აიღებენ, ისინი, ვისაც ამ დრომდე ამ მომსახურებით არ უსარგებლია და მხოლოდ ბილეთებით მგზავრობენ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილის საშუალებით საგრძნობლად შემცირდება რიგები და მგზავრი დაზოგავს დროს, რომელსაც ბარათის დატვირთვის ან ბილეთის შეძენის მცდელობისას კარგავს.

 

onalem

ტესტ