fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მხოლოდ ΑΦΜ-ის ნომერი პირადობის ახალ მოწმობებზე – რა იცვლება?!

“პირადობის ახალ მოწმობებზე, რომლებსაც მოქალაქეები აიღებენ, ΑΦΜ-ის ნომერი ერთადერთი ნომერი იქნება, რომელიც ბარათზე იქნება დატანილი. ამრიგად ყველაფერი ბევრად გამარტივდება,” განაცხადა საბერძნეთის ციფრული სისტემების მართვის მინისტრმა, კირიაკოს პიერაკაკისმა.

როგორც ირკვევა, პირადობის მოწმობებზე დატანილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ΑΦΜ-ის ნომერი და მოქალაქე შეძლებს თავიდან აირიდოს ბერძნული ბიუროკრატია.

ახალი პირადობის მოწმობებით ბევრად მარტივი იქნება მფლობელის იდენტიფიცირება და ბარათს ექნება მრავალი ფუნქცია. შესაძლებელია საბანკო სისტემების კოდების დატანაც კი, როგორც ეს ევროპულ დირექტივებშია გათვალისწინებული.

ასევე პირადობის მოწმობას ექნება ელექტრონული აპლიკაციის სახეც, რომელიც ტელეფონში ჩაიტვირთება და შესაძლებელი იქნება მისი კომფორტულად გამოყენება. ამრიგად, ბარათის ნაცვლად შეგიძლიათ მხოლოდ ტელეფონი ატაროთ, სადაც გექნებათ ელექტრონული ბარათი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ იქნება უვადო. ანუ დატანილი იქნება დაბადების თარიღი, ხოლო მოქმედების ვადა ექნება მთელი ცხოვრება.

onalem

ტესტ