fbpx
საზოგადოება

დღეიდან: ძლიერი წვიმა, ქარი და თოვლი საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში

დღეიდან საბერძნეთში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. ბერძენი სინოპტიკოსების ცნობით, ნავარაუდევია ნალექი, წვიმის სახით, ხოლო რამდენიმე რეგიონში თოვლიც კი.

ათენში წვიმა, რომელიც დღეს დილიდან დაიწყო, მთელი დღის მანძილზე შენარჩუნდება, თუმცა, შუადღეს განსაკუთრებით გაძლიერდება. აღნიშნული ამინდი გასტანს კვირას შუადღემდე.

თოვა მოსალოდნელია ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში, ზღვის დონიდან 900 მეტრზე, ძირითადად ცენტრალური სტერეას, თესალიისა და დასავლეთ მადეკონიის ტერიტორიებზე. ითოვებს ნახევრადმთიან რეგიონებშიც, ზღვის დონიდან 600 მეტრზე. კვირას შუადღიდან ამინდი შედარებით გაუმჯობესდება.

ტემპერატურა ჩრდილოეთ საბერძნეთში იმერყევებს 6-დან 10 გრადუსამდე, ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში მოსალოდნელია 9-დან 14 გრადუსამდე, დასავლეთ საბერძნეთში 11-დან 16 გრადუსამდე, კიკლადესის კუნძულებზე 13-დან 17 გრადუსამდე, კრეტაზე 16-დან 22 გრადუსამდე. რაც შეეხება აღმოსავლეთ ეგეოსისა და დოდეკანესის კუნძულებს, ჰაერი 11-დან 20 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ