fbpx
საზოგადოება

შოკი ბერძნული მოდის სფეროში: 20 წლის მოდელი 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა

ბერძნული მოდის სფერო შეძრა 20 წლის ჯინა ვოიაძის გარდაცვალებამ, რომელიც თესალონიკის გარეთ, პალეოკასტროს ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამვლელებმა გასულ ორშაბათს შენიშნეს, მაგრამ მისი ვინაობა ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. ის TEAM modelmanagement-ის მოდელი იყო და მხოლოდ და მხოლოდ 20 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გამვლელები ამბობენ, რომ გოგონას უსულო სხეულთან იყო მისი ძაღლიც.

გაურკვეველია, თუ როგორ გადავარდა მოდელი დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლიდან, მაგრამ მან ფატალური დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა. ვარაუდობენ, რომ ის თავის ძაღლს ასეირნებდა და სწორედ ამ დროს მოხდა უბედური შემთხვევა.

სამოდელო სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ