fbpx
საზოგადოება

ანო პატისია: ქალი 33 თვეა მანქანაში ცხოვრობს, რადგან ძაღლების მიტოვება არ უნდა

55 წლის ლენა უკვე 33 თვეა, რაც ანო პატისიას ტერიტორიაზე საკუთარ მანქანაში ცხოვრობს და საშინელი სიცივის მიუხედავად, არ შეუძლია რომელიმე თავშესაფარში წავიდეს, რადგან ძაღლები ჰყავს. მას ურჩევნია, არ მიატოვოს ერთგული მეგობრები, თუმცა, იყოს სითბოს და ჭერის გარეშე.

როგორც ის ამბობს, 33 თვის მანძილზე 15 სამსახური გამოიცვალა, ალაგებდა სახლებს, კიბეებს, თუმცა, მისი დამსაქმებლები ამცირებდნენ, რის გამოც სამუშაოს ტოვებდა.

“სამი უბანი გამოვიცვალე, მაგრამ ყველა ადგილიდან მაგდებენ. ბოლოს გალაციდან სოციალურმა მუშაკმა გამომაგდო. ერთადერთი დახმარება, რომელიც ამ დროის მანძილზე ვინმესგან მიმიღია, ეს პატონი პანაიოტი მილასია, რომელმაც ჩემი საავადმყოფოში ყოფნის დროს ჩემი ძაღლები შეიფარა. იქ 41 დღე გავატარე,” ამბობს ქალი.

იხილეთ სიუჟეტი:

onalem

ტესტ