fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: სამხედრომ საკუთარ დაბადების დღეზე თავი ჩამოიხრჩო

საშინელი ტრაგედია კუნძულ ხიოსზე მოხდა. 44 წლის სამხედრომ, რომელიც 96-ე ბატალიონში მსახურობდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

politischios.gr-ის ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცი საკუთარმა 15 წლის ვაჟმა სამზარეულოში ჩამომხრჩვალი იპოვა და მაშინვე დახმარება ითხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ, მათ ვერაფერი შეძლეს, რადგან უკვე გარდაცვლილი იყო.

სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე, მან ცოლს მისწერა: ”მე ჩემი ბოლო სიგარეტი მოვწიე, ბავშვებს მიხედე!”

მამაკაცი 4 შვილის მამა იყო, ისინი 3, 8, 11 და 15 წლის ბავშვები არიან. როგორც ჩანს, მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მას სიკვდილის დღე შემთხვევით არ შეურჩევია. პოლიციის ინფორმაციით, ამ დღეს დაბადების დღე ჰქონდა.

ინფორმაცია შემთხვევის შესახებ პოლიციის მიერაა დადასტურებული, 96-ე ბრიგადამ კი ყველა აღმასრულებელს საგანგებო შეხვედრისკენ მოუწოდა.

onalem

ტესტ