fbpx
კრიმინალი

“ყველაფერი ალკოჰოლის ბრალია, ახლა ვაცნობიერებ, რომ მოვკალი” – 51 წლის ბერძენი ციხეში ჩასვეს

51 წლის ბერძენი მამაკაცი ირაკლიოს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ციხეში გადაიყვანეს. მას ბრალად 79 წლის კოსტა ხაძაკის მკვლელობა ედება, დანაშაული კი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სრულიად უმიზეზოდ ჩაიდინა. საუბარია იმაზე, რომ გარდაცვლილთან მას რეალურად იქამდე არანაირი შეხება არ ჰქონია.

სასამართლოსთან შეკრებილები იყვნენ ხაძაკის ნათესავები და ბრალდებული შიგნით გაძლიერებული დაცვის თანხლებით შეიყვანეს, რადგან ადგილზე დაძაბულობა არ ცხრებოდა.

51 წლის დაკავებული ამბობს, რომ დანაშაულის მომენტი არ ახსოვს და ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ალკოჰოლის ბრალია. ვიდრე ის 79 წლის მამაკაცის სახლთან მივიდოდა, დიდი რაოდენობით რაკი ჰქონდა დალეული.

როგორც ირკვევა, ის ბოდიშს უხდის მოკლულის ოჯახს და ამბობს, რომ ჩადენილს ახლა იაზრებს.

onalem

ტესტ