fbpx
კრიმინალი

საბუთების შესამოწმებლად გააჩერა, 700 ევრო წაართვა და გაიქცა – ბერძენმა პაკისტანელები გაქურდა

შემთხვევა ხალკიდაში მოხდა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ორ პაკისტანელს თავი პოლიციის ოფიცრად გააცნო და საბუთები მოსთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 და 28 წლის პაკისტანელები არ დაიბნნენ და საფულეები ამოიღეს, რათა საბუთები წარედგინათ, თუმცა, სწორედ ამ დროს თვითმარქვია პოლიციელმა ერთ-ერთს ის ხელიდან გამოგლიჯა და თავისი მოტოციკლით გაიქცა.

როგორც აღმოჩნდა, ის პოლიციელი არ იყო და სპექტაკლი ძარცვის მიზნით დადგა. 19 წლის პაკისტანელს, რომელსაც მან საფულე წაართვა, შიგ 700 ევრო და სხვადასხვა დოკუმენტები ედო.

პოლიციაში საჩივრის შეტანის შემდეგ 34 წლის ბერძენი ძარცვისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

onalem

ტესტ