fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ემიგრანტი ქალი მოხუცის სახლს ოთხი დღე ალაგებდა, 11.300 ევრო აიღო და სამსახურიდან გაიპარა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიცია ემიგრანტ ქალს ეძებს, რომელმაც კრეტაზე, კერძოდ, ხანიაში, ის მოხუცი გაძარცვა, რომელთანაც მუშაობა დაიწყო.

87 წლის ბერძენი მამაკაცი პოლიციასთან აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მას გაეცნო სახელით იანა და მის სახლში ოთხი დღის მანძილზე იმუშავა. ამ დროის მანძილზე სახლს ულაგებდა და კერძებს უმზადებდა, სინამდვილეში კი, როგორც აღმოჩნდა, აკვირდებოდა მამაკაცის მიმოსვლას, საიდან იღებდა ფულს, როდესაც სუპერმარკეტში მიდიოდა და შეისწავლა სახლის ყველა ოთახი. საბოლოოდ კი, სამიზნეს მიაგნო კიდეც.

სამსახურის დაწყებიდან მეოთხე დღეს დამლაგებელმა ქალმა, რომელიც ბულგარეთის მოქალაქეა, მოხუცს ერთი დღით დასვენება სთხოვა და მანაც გაათავისუფლა. თუმცა, დამლაგებელი არც მესამე დღეს გამოჩნდა, რამაც 87 წლის მამაკაცს ეჭვები აღუძრა. სწორედ მაშინ გახსნა კარადა, სადაც დანაზოგს მალავდა და აღმოაჩინა, რომ 11.300 ევრო იყო გამქრალი. მან მაშინვე პოლიციაში განაცხადა ქურდობის შესახებ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დამლაგებელი ბულგარელი ემიგრანტია და ამ დროისთვის პოლიციის მიერ იძებნება.

onalem

ტესტ