fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი მეორე კარანტინისკენ მიდის?! – ჯანდაცვის მინისტრის განცხადებები

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა, ბოლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევათა გაზრდილი რაოდენობის გამო, საჭიროდ ჩათვალა, რომ საზოგადოებისთვის საჯაროდ მოეწოდებინა გამოფხიზლებისკენ.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, ვითარება რთულდება და ამ ყველაფერს ისეთი სიტუაციისკენ მივყავართ, როგორიც მარტის თვეში გვქონდა. შესაბამისად, მოსახლეობაში ჩნდება კითხვები, მიდის თუ არა საბერძნეთი მეორე კარანტინისკენ. ამაზე ვასილის კიკილიასი კონკრეტულ განცხადებებს აკეთებს:

“ჩვენ, მთავრობამაც და ექსპერტებმაც, ვიცოდით, რომ საზღვრების გახსნასთან ერთად, აუცილებლად გაიზრდებოდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში. ეს იყო ცხადი, თავიდანვე.

მეორეს მხრივ, ყველას ესმის ისიც, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვით, პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, უნდა ამუშავდეს ეკონომიკა და ტურიზმი უნდა გადარჩეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის დადგომა დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს ქცევასა და პასუხისმგებლობაზე. იმ გზაზე, რომლითაც ჩვენ სიტუაციას ვუმკლავდებით. უნდა გამოვიყენოთ პირბადე, სადაც აუცილებელია და დავიცვათ დისტანცია, ასევე ჰიგიენის წესები.

რაც შეეხება კარანტინს, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთავრობა ახლა ყოველდღე განიხილავს გეგმა B-ს, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ კარანტინს, ანუ კონკრეტული ტერიტორიების იზოლაციას. დაუშვებელია, რომ ქვეყანას ვუბიძგოთ წავიდეს მორიგი მასშტაბური კარანტინისკენ.

საბოლოოდ უნდა ვისწავლოთ, რომ ვიცხოვროთ ამ ვირუსთან ერთად და მინდა, ამ ურთულეს პერიოდში, ვთქვა რაღაც ოპტიმისტურიც. ჩვენი მეცნიერები ამბობენ, რომ 2020 წლის დასასრულს, 2021 წლის დასაწყისში, გვექნება ვაქცინა. მე ნამდვილად ვხედავ, რომ მსოფლიო სამეცნიერო სფერო ამ აღმოჩენისკენ წარმატებით მიემართება. თუმცა, ჩვენ იქამდე გვაქვს გარკვეული დრო,” განაცხადა კიკილიასმა.

უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება დააბრუნებს თუ არა საბერძნეთის მთავრობა რაიმე სახის აკრძალვებს ქვეყანაში, ამ ეტაპისთვის კი აქტიურად მხოლოდ ადგილობრივი კარანტინი განიხილება.

onalem

ტესტ