fbpx
საბერძნეთი

“სავალდებულო ვაქცინაცია – ეს ცალმხრივი გზაა და ყველას გვესმის” – ადონის გეორგიადის განცხადება

“ყველას, ვისაც გვაქვს პატრიოტიზმის და ჰუმანურობის საბაზისო გრძნობები, გვესმის, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ახლა ერთადერთი გზაა, რომლამდეც მისულები ვართ. პანდემიის მეოთხე ტალღამ გამოიწვია 60 წელს ზემოთ ასაკის ინფიცირებულ მოქალაქეთა 97%-ის გარდაცვალება, 95% კი, აუცრელი იყო,” აცხადებს საბერძნეთის განვითარების მინისტრი, ადონის გეორგიადი.

გეორგიადიმ ისიც აღნიშნა, რომ საბერძნეთის პრემიერმა რთული გზა აირჩია, მაგრამ ამ ეტაპისთვის საზოგადოების მოწყვლადი ნაწილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად სხვა გზა არ არსებობს. კითხვაზე, თუ რატომ აქვს საბერძნეთს სიკვდილიანობის ბევრად მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს, უპასუხა, რომ საბერძნეთში, ავსტრიასა და გერმანიასთან შედარებით, გაცილებით ნაკლები 60 წელს გადაცილებული ადამიანია აცრილი.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ძალაში შედის ახალი ზომები:

60 წელს გადაცილებული პირებისთვის სავალდებულოა ვაქცინაცია და თუ 16 იანვრამდე არ დანიშნავენ ვიზიტს, რომ პირველი დოზით აიცრან, ყოველთვიურად გამოეწერებათ ჯარიმა, 100 ევროს ოდენობით (ანუ 100 ევრო ყოველი მომდევნო თვის მანძილზე).

ამას გარდა, საშობაოდ თითოეული ზრდასრულისთვის გაიცემა 2 უფასო სელფ-ტესტი – ერთი შობამდე, მეორე კი, ახალი წლისთვის.

კონკრეტულად, პირველი ტესტის უფასოდ აღება შესაძლებელია 6-დან 12 დეკემბრამდე, განურჩევლად იმისა, ხართ თუ არა აცრილი, ხოლო მეორედ ტესტის უფასოდ აღება შესაძლებელია 3-დან 7 იანვრამდე.

onalem

ტესტ