fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

თესალონიკი: 85 წლის ქალმა მძარცველებს 5.000 ევრო პარკით აივნიდან საკუთარი ხელთ გადაუგდო

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, თაღლითები მაინც ახერხებენ თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას. მსხვერპლად კი მოხუცებულ ადამიანებს ირჩევენ. ის, რაც თესალონიკში მოხდა, ყოველგვარ ზღვარს სცდება.

85 წლის ქალი დეტალურად აღწერს, თუ რა მოხდა მის სახლში. ტელეფონზე დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილიშვილი ავარიაში მოჰყვა და ოპერაციისთვის 5.000 ევრო სჭირდებოდა. შემდეგ ზუსტი ინსტრუქციები მისცეს. მას აივნიდან 5.000 ევრო უნდა გადაეგდო.

ასეც მოხდა, ქალმა მათი ინსტრუქციები შეასრულა და მხოლოდ შვილის სახლში დაბრუნების შემდეგ გაიგო, რომ შვილიშვილი სრულიად ჯანმრთელი იყო.

იხილეთ ვრცელი რეპორტაჟი:

onalem

ტესტ