fbpx
საბერძნეთი

კრიტიკული შეხვედრა პრემიერის სასახლეში – მიცოტაკიმ ახალი ზომების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

ათენში, პრემირის სასახლეში, კრიტიკული შეხვედრა მიმდინარეობს ექსპერტებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა იმის ფონზე დაიგეგმა, რომ ბოლო პერიოდში საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა შესამჩნევი ზრდა ფიქსირდება.

როგორც უკვე ცნობილია, ექსპერტების რეკომენდაციით, მაგიდაზე განსახილველად დევს ნიღბების საკითხი, რომლის მიხედვითაც, მისი ტარება ყველა დახურულ სივრცეში სავალდებულო უნდა გახდეს.

გარდა ამისა, კირიაკოს მიცოტაკი თავის გუნდთან ერთად განიხილავს უმნიშვნელოვანეს თემას, რომელიც გულისხმობს სახმელეთო საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას, ვინაიდან ალბანეთიდან და ბულგარეთიდან შემომავალი უამრავი ინფიცირებული ფიქსირდება.

ასევე, ირკვევა, რომ საბერძნეთიდან ხალხი მიემგზავრება ჩრდილოეთ მაკედონიის და ბულგარეთის მიმართულებით, რომ სხვადასხვა საქონელი იაფად შეიძინოს. პრემიერი აღნიშნულ მოვლენასაც პრობლემად მიიჩნევს და სავარაუდოდ, ამ საკითხზე ყურადღება გამახვილდება და მიიღება შესაბამისი ზომები.

უახლოეს მომავალში, მთავრობის სპიკერი, სტელიოს პეცასი, რომელიც შეხვედრას სხვა მინისტრებთან ერთად ესწრება, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საზოგადოებას მედიის საშუალებით გააცნობს.

onalem

ტესტ