fbpx
საბერძნეთი

დრამატული ვითარება საბერძნეთში: მოხუცმა თავი მოიკლა, როცა ნახა, რომ მის სახლს ცეცხლი უახლოვდებოდა

პენდელმა და მისმა მოსახლეობამ მძიმე ღამე გამოიარა. ადგილზე არსებული ვითარება დრამატულია.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, საავადმყოფოშია გადაყვანილი 3 მეხანძრე, რომელიც ცეცხლთან ბრძოლისას დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მოხდა 600-მდე ადამიანის ევაკუაცია, მუშაობა კი ჯერ კიდევ გრძელდება.

ამას გარდა, protothema.gr წერს, რომ ანთუსაში 80 წლის მოხუცმა თავი მოიკლა როცა დაინახა, რომ მის სახლს ცეცხლი უახლოვდებოდა.

როგორც ირკვევა, მისი სახლი ხანძრებისგან წარსულში სამჯერ დაიწვა, ამჯერად ვეღარ გაუძლო ემოციურ სტრესს და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ წუთისთვის ხანძარს 485 მეხანძრე-მაშველი ებრძვის რამდენიმე ჯგუფად.

 

 

onalem

ტესტ