fbpx
საბერძნეთი

კიდევ ერთი საშიში პროდუქტი საბერძნეთის სუპერმარკეტებში – სურსათის კონტროლის სააგენტოს განცხადება

საბერძნეთის სურსათის კონტროლის სააგენტო,  Ε.Φ.Ε.Τ, ჯანმრთელობისთვის სახიფათო კიდევ ერთი პროდუქტის შესახებ იუწყება.

Ε.Φ.Ε.Τ-ის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად პროდუქტში, “ΣΟΥΒΛΑΚΙΑ ΚΟΤΟΠΟΥΛΟ ΜΕ ΜΠΕΪΚΟΝ”, ანუ ქათმის სუვლაკი ბეკონით, აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა.

პროდუქტის ვარგისიანობის ვადაა 24/03/2020-დან 24/03/2021-მდე.

სააგენტო ითხოვს დაუყოვნებლივ ჩამოიღონ პროდუქტი სუპერმარკეტების თაროებიდან, ხოლო საზოგადოებას მოუწოდებს, თუკი შეძენილი აქვთ, ნუ გამოიყენებენ მას.

იხილეთ კონკრეტულად რაზეა საუბარი:

onalem

ტესტ