fbpx
საბერძნეთი

ამინდის საგანგებო პროგნოზი – ძლიერი წვიმა და ელჭექი საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს ამინდის საგანგებო პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, საბერძნეთში დღეს საღამოდან ამინდი საგრძნობლად უარესდება.

კერძოდ, საუბარია ჩრდილოეთ საბერძნეთზე, სადაც წვიმა დღეს საღამოდან არის მოსალოდნელი, ხოლო ხვალიდან, სამშაბათიდან, ცუდი ამინდის ფენომენი გავრცელდება ცენტრალურ ნაწილშიც. ოთხშაბათიდან კი, წვიმა გავრცელდება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დღეს, 7 ივნისს იწვიმებს მაკედონიაში, თრაკიში.

ხვალ, 8 ივნისს, იწვიმებს მაკედონიაში, თრაკიში, ირიპოსა და თესალიაში, ხოლო 9 ივნისს ფენომენი განსაკუთრებით გააქტიურდება პელოპონისოში.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, მსგავსი ამინდი მთელი კვირის მანძილზე შენარჩუნდება.

სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ უკვე აცნობა მუნიციპალიტეტებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ, რის ფონზეც, ადგილობრივი ხელისუფლება მზადყოფნაშია, რომ თავიდან იქნას არიდებული ნებისმიერი საფრთხე.

onalem

ტესტ