fbpx
საზოგადოება

შოკისმომგვრელი შემთხვევა: 6-მა პაკისტანელმა სანაპიროზე მყოფი 25 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა

25 წლის გოგონამ საშინელი წუთები გამოიარა 6 პაკისტანელის გარემოცვაში, რომლიც მის გაუპატიურებას ცდილობდა და ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი აგია მარინას ტერიტორიაზე მოხდა. 25 წლის გოგო სანაპიროსთან არსებულ ავტოსადგომზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა, მამაკაცი ცოტა ხნით გავიდა და სწორედ მაშინ იხელთეს დრო პაკისტანელებმა.

6-მა მამაკაცმა მას, ფაქტობრივად, ალყა შემოარტყა და ტანსაცმლის შემოხევას ცდილობდნენ, რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ისინი ამ ყველაფერს, ტელეფონის საშუალებით, პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.

25 წლის გოგონა პანიკაში ჩავარდა და მათგან გაქცევას ცდილობდა, რაც საბოლოოდ მოახერხა კიდეც. ამის შემდეგ პანისტანელები გაიქცნენ.

ახალგაზრდამ მაშინვე შეატყობინა პოლიციას და თავდამსხმელთაგან ორი, 20 და 36 წლის პაკისტანელი, ზუსტად 2 საათში დააკავეს. მათ არ აღმოაჩნდათ საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

პოლიცია ამ დროისთვის დანარჩენ 4-ს ეძებს.

 

onalem

ტესტ