fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მეგობარს სანადირო თოფიდან ესროლა, რადგან კნუტი მოუკლა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნავპაქტოსში მოხდა. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ისინი მეგობრები იყვნენ და ერთად მიირთმევდნენ ყავას კაფეში, ხოლო დღეს მოსისხლე მტრებად იქცნენ, მიზეზი კი, პატარა კნუტია.

ირკვევა, რომ მამაკაცმა სანადირო თოფი ესროლა თავის 70 წლის მეგობარს, რომელიც მის კნუტს მანქანით დაეჯახა და მოკლა. როგორც ჩანს, კნუტი მას აწუხებდა და გადაწყვიტა მისთვის მანქანით გადაევლო.

კნუტის 60 წლის პატრონმა მეგობარს ჩადენილი არ აპატია და ესროლა. დაჭრილი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

დამნაშავე უკვე დაკავებულია და მესოლონგის პირველი ინსტანციის სასამართლოს პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც ბრალს მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით წაუყენებენ.

 

onalem

ტესტ